ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე საუბრობს ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან. ნუგზარ წიკლაურის თქმით, კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ ქართული ოცნება რუსული პროპაგანდით ხელმძღვანელობს.
წიკლაური ფიქრობს, რომ ქართული ოცნების რეალური გეგმა არა რეკომენდაციების შესრულება ,არამედ პროცესის საბოტაჟი და კანდიდატის სტატუსის ბლოკირებაა.