დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა გადადგომის შესახებ ერთდროულად განაცხადეს. ამის მიზეზი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის, ბორის ჯონსონის ქმედებებთან უთანხმოებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სათანადოდ, კომპეტენტურად და სერიოზულად მოიქცევა“, - ნათქვამია სუნაკის გადადგომის წერილში. ჯავიდის თქმით, გასულ თვეში პრემიერ-მინისტრისადმი ნდობის ვოტუმის გამოცხადება "მომენტი იყო თავმდაბლობის, გამჭრიახობისა და ახალი მიმართულებისთვის".
„თუმცა, დანანებით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია რომ არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით - და ამიტომ თქვენც დაკარგეთ ჩემი ნდობა“, - წერს ჯავიდი.