უკრაინაში ომის 133-ე დღეა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქალაქ ხარკოვსა და მის მახლობლად აფეთქებების ხმები ისმოდა. საუბარია ოთხ აფეთქებაზე ხარკოვში და ერთზე - ქალაქთან ახლოს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბელგოროდიდან რაკეტები ისროლეს.
გუშინ საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის დაბა პეჩენეგი დაბომბეს, რის შედეგადაც დაშავდა 2 წლამდე ასაკის ბავშვი და 64 წლის კაცი. ამასთან, თავდასხმის გამო დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინაღმდეგის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები და უამრავი აღჭურვილობა გაანადგურა, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება.
საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინული ავიაცია აგრძელებს მტრის შეტევას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით და დამპყრობლების პოზიციებს დარტყმას აყენებს. კერძოდ, ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს ორი საველე საწყობი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები, ოცამდე ერთეული ტექნიკა და რუსების ცოცხალი ძალა.