ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, ის, თავისი რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატისთვის მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მოკავშირეებთან გაერთიანება, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიასთან ბრძოლაში გაიმარჯვოს."ჩვენი უშუალო პრიორიტეტი, ჩვენს მოკავშირეებთან შეერთებაა, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაც ბრძოლაში გაიმარჯვოს", - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტმა "ალიანსის ერთიანობისა და ერთსულოვნების ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება".