CBS-მა რუბლი წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დაასახელა - Palitra News

CBS-მა რუბლი წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დაასახელა

2022-07-05 07:42:33+04:00

რუსული რუბლი 2022 წლის ყველაზე ძლიერ ვალუტად დასახელდა. ამის შესახებ ტელკომპანია CBS-ი ავრცელებს ინფორმაციას.

ტელეკომპანიის ცნობით, დასავლური სანქციების ამოქმედების მომენტის დროისთვის ვარდნის შემდეგ რუსულმა რუბლმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. იანვრიდან მოყოლებული რუბლის კურსი 45%-ით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - წერს CBS საკუთარ ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალაში.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულს ხელს უწყობს რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები, რომელიც მკაცრად აკონტროლებს კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან. ამავდროულად, ამას იწვევს ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებიც.