ვლადიმერ პუტინი რუს სამხედროებს ლუგანსკის ოლქის „გათავისუფლებას“ ულოცავს. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ე.წ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ, უნდა დაისვენონ. მან ასევე პირობა დადო, რომ დააჯილდოებს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც ამ „ოპერაციაში“ გამოირჩეოდა.