ვინ აპირებს ოცნების მიერ დაანონსებულ კომისიებში ჩართვას და ვინ უცხადებს ბოიკოტს ოცნების გეგმას - საპარლამენტო ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა დღეს სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელა და კონკრეტულ საკითხებზეც შეთანხმდა. ოპოზიცია აპირებს უახლოეს პერიოდში რიგგარაშე სესია მოიწვიოს, რომელზეც მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები გავა მოსმენაზე. ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების უმოკლეს გზად სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება მიაჩნია, რითიც მათი აზრით, ივანიშვილის ძალაუფლება შესუსტდება. ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა ნომერი პირველი საკითხი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლარიზაციის შემცირება უნდა იყოს, რაც მათი აზრით, თავისთავად ნიშნავს მიხეილ სააკაშვილიასა და ნიკა გვარამიას საკითხის მოგვარებას. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ოცნების მიერ დაანოსნებულ კომისებში ჩართვას არ აპირებს, რადგან მათი თქმით, ეს დროის გაწელვას ემსახურება.