"ოპოზიციამ დაამტკიცა რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის არანაირი რესურსი არ აქვს" - ასეთია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი შეფასება თბილისის ცენტრში გუშინ გამართული აქციის შემდეგ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო ირგანიზაციებს შორის ყველანაირი ზღვარი უკვე წაიშალა. კობახიძე მისი თანაპარტიელის, დიმიტრი სამხარაძის გინებასაც გამოეხმაურა, თუმცა მისი საქციელი არ დაგმო. კიდევ რაზე ისაუბრა ქართული ოცნების ლიდერმა ჩვენი ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს.