ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ კორეაში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილება. კომპანიების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს.
ქართველი ღვინის მწარმოებლების ღონისძიებაში მონაწილეობა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კორეაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით მოხდა.
გამოფენა, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში.