მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღეს, მორიგი პროცესი გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი ადვოკატი დასკვნითი სიტყვით წარდგება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არცერთი მათგანი არ დაუპატიმრებიათ. სხდომა სავარაუდოდ გადაიდება.