Lamborghini - საავტომობილო ბრენდებს შორის რამდენიმე ძალიან ცნობილი კომპანიის ისტორია უკვე მოგიყევით, რომელთაც მსოფლიო საავტომობილო სივრცეში მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინეს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა კიდევ ერთ ძვირადღირებულ იტალიურ ბრენდ - ლამბორგინის მივუძღვენით, რომლის განსაკუთრებულობამაც დიდი ყურადღება მიიქცია თავის დროზე, შესაბამისად ჩვენც შევეცდებით კომპანიის ფორმირებისა და განვითარების პროცესს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ჩვეულებისამებრ, ამბავი კომპანიის დამაარსებლით და სულის ჩამდგმელით უნდა დავიწყოთ - ფერუჩიო ლამბორგინი Ferruccio Lamborghini იტალიელი ავტო დიზაინერი, ინჟინერი, მეღვინე და ბიზნესმენი 1916 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ის უბრალო ფერმერების ოჯახში იზრდებოდა და ბავშვობიდანვე მამასთან ერთად ითვისებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტექნიკის აწყობას, რომელთა ნაწილების შესწავლა მისთვის ერთგვარი გატაცებაც კი იყო. უკვე 12 წლისამ გამოავლინა ტექნიკური დეტალებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, სახელოსნოში სხვადასხვა სამეწარმეო ნაწილების დაშლა-აწყობით გატაცებამ უნივერსიტეტში ჩაბარებისას პროფესიაც ადვილად შეარჩევინა. მექანიკით დაინტერესების შემდეგ, ლამბორგინი სწავლობდა ფრატელი ტადიას ტექნიკურ ინსტიტუტში ბოლონიის მახლობლად. 1940 წელს იტალიის სამეფო საჰაერო ძალებში გაიწვიეს, სადაც მექანიკოსად მსახურობდა. საქმე რომელსაც ის ასრულებდა გარდა იმისა რომ შემოსავლის წყარო იყო, ამავდროულად ფერუჩიოსთვის ინსპირაცია გახლდათ, რაც ახალი იდეების გენერირებაში ეხმარებოდა.
საწარმოები რა თქმა უნდა კარგი შემოსავლის გარანტი იყო, და როგორც მოგვიანებით ფერუციოს შვილი ჰყვებოდა - ასე გააგრძელებდა ლამბორგინი ტრაქტორების წარმოებას, რომ არა ფერუჩოსა და ენცო ფერარის შეხვედრა, რომელთან კამათმა ლამბორგინის გადააწყვეტინა გადაეხედა მანქანებისთვის, რომლითაც თავად სარგებლობდა და წუნს უდებდა და გაეუმჯობესებინა სხვადასხვა დეტალი, რომელთა დახმარებით მიიღებდა სასურველ ტრანსპორტს, რადგან ფერარის მიერ მისი მისამართით ნათქვამი ფრაზა, თითქოს ფერმერისა და ტრაქტორების მწარმოებელს არაფერი ესმოდა მანქანებში ლამბორგინისგან უნიკალური მანქანების წარმოება მოჰყვა საპასუხოდ.
ფერუჩიო კარგად იცნობდა მანქანებს და ტექნიკურ დეტალებსაც, ამიტომ დაიწყო რა ახალ მანქანაზე მუშაობა თავის კომპანიაში ახალი თანამშრომლებიც აიყვანა, რომელთა შორის 3 ფერარის კომპანიის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. პირველი რაზეც მუშაობას შეუდგა იყო ძრავა რომელზე პასუხისმგებლობა ჯოტტო ბიზერინიმ ითავა, რომელიც მანამდე ფერარის კომპანიაში მუშაობდა, ტრაქტორის იდენტური იყო თავად მანქანის ფორმა კი დიზაინერმა ფრანკო სკარიონემ დაასრულა. უკვე 1963 წელს ფერუჩიო კიდევ ერთ კომპანია შექმნა - Automobili Ferruccio Lamborghini, სადაც მანქანების წარმოება დაიწყო და პირველი მოდელი 9 თვეში დაასრულა. ეს გახლდათ მოდელის 350 GT რომლის წარდგენამ ფურორი მოახდინა საავტომობილო გამოფენაზე. მანქანა არ იყო განკუთვნილი სპორტული შეჯიბრებისთვის და არც დასასრულებელი გახლდათ. ის ძრავის გარეშე წარადგინა გამოფენაზე და მხოლოდ რამდენიმე ათეული შეკვეთის მიღების შემდეგ მოხდა მანქანის თითოეული დეტალის გადახედვა და დასრულება.
კომპანიის ლოგო მისი დაარსებიდან არ შეცვლილა - ოქროსფერი ხარი ჯერ კიდევ 1963 წლიდან ავტო მოყვარულების მდიდარ ტრადიციების დემონსტრირებას ახდენს. ლოგო კუროს გამოსახულებაა, რომელიც ფერუჩიომ თავისი ზოდიაქოს ნიშნის პატივსაცემად აირჩია, რადგან მიაჩნდა რომ სწორედ კუროს ნიშნის გავლენით ჩამოყალიბებული ხასიათის დამსახურება იყო მისი მიღწევებიც. კომპანიის დაარსებიდან ბრენდის მიერ 23 მოდელი იყო გამოშვებული.