ოკუპანტებს შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა. ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს და, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა არაფერს არ თმობს და თანდათან წინ მიიწევს ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე.