ივნისის შედეგების მიხედვით, აშშ-დან ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ექსპორტის მოცულობამ „გაზპრომის“ მიწოდებას გადააჭარბა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა.
მისი შეფასებით, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზნით რუსეთის ბოლო ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ივნისი გახდა ისტორიაში პირველი თვე, როცა ევროკავშირმა შტატებიდან უფრო მეტი LNG შეიტანა, ვიდრე იქ რუსეთიდან გაზსადენებით შედის.
16 ივნისს „გაზპრომმა“ Nord Stream მილსადენით გაზის მოცულობა 40%-ით შეამცირა. კომპანიამ ეს სანქციებს დააბრალა, თითქოს კანადიდან გარემონტებულ აგრეგატს ვეღარ იბრუნებდა. ამის გამო გერმანიის ხელისუფლებამ გაზის საგანგებო გეგმა ბოლოს წინა ხარისხზე აიყვანა. ქვეყანა შიშობს, რომ თუ ივლისში მიწოდება არ განახლდება, ეს ენერგეტიკის ფასების სამჯერ ზრდასა და ზოგიერთი ინდუსტრიული დარგის გაჩერებას გამოიწვევს. მარტში შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ევროპას 15 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდიდა, რათა რუსულ ენერგიაზე ევროკავშირის დამოკიდებულება შეემცირებინა.