გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებზე „ტოტალური შეტევა“ ხორციელდება და დღევანდელ აქციაზე მისვლის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან - Palitra News

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებზე „ტოტალური შეტევა“ ხორციელდება და დღევანდელ აქციაზე მისვლის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

2022-07-03 20:17:35+04:00

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის წინ მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებს. მისი განმარტებით, საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და სუს-ის თანამშრომლებს უგზავნიან. პარტიის თავმჯდომარე მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავს შემთხვევებში პირადად დაუკავშირდნენ, რათა შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.