ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება

2022-06-29 21:28:11+04:00

რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის - იმისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ მადრიდში ნატო-ს სამიტზე ვირტუალური მიმართვისას.

უკრაინის პირველმა პირმა მეტი იარაღი, ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში კვლავ შეუძლია ჰქონდეს ალიანსის მხარდაჭერისა და დახმარების იმედი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.