„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საქმეზე მომჩივანმა პირებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ საჩივარში საკითხი ორი მიმართულებითაა დაყენებული - ქართული კანონმდებლობის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობა მოსმენებთან დაკავშირებით და არაეფექტიანი გამოძიება.