სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ - Palitra News

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

2022-06-28 21:45:02+04:00

სო­ზარ სუ­ბა­რი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ტო­ვე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

"მი­წევს გაც­ნო­ბოთ ერთი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ: ჩვე­ნი გუნ­დის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ზარ სუ­ბა­რი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ტო­ვე­ბენ ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, პარ­ტი­ას, სა­პა­რა­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მან დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი გან­მარ­ტა. მდი­ნა­რა­ძის თქმით, დე­პუ­ტა­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. კუ­ლი­სე­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს და ამის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი სჭირ­დე­ბათ, რად­გან გუნ­დის შიგ­ნით შე­საძ­ლოა, უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ.

"ამის მი­ზე­ზი გახ­და ერთი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხი დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც მი­დი­ო­და პარ­ტი­ა­ში დის­კუ­სია, რომ დო­ზი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რაც ხდე­ბა პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს გუნდში არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში იყოს და სწო­რი დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს, მათი აზ­რით.

მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. კუ­ლი­სე­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო კა­მა­თი, დის­კუ­სია და მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ამის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის მათ სჭირ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი. გუნ­დის შიგ­ნით, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, გუნ­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს არ უჭერ­და, თუმ­ცა, ეს სა­ბო­ლო­ოა“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.