ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტი შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, სამიტი ინტენსიური და კონსტრუქციული იყო. ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერები ასევე დაუპირისპირდებიან "რუსულ ნარატივს", რომ მათ აგრესიას მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები უპირისპირდებიან. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ეს "ეს ასე არ არის".