ტეხასში, სატვირთოში 40-ზე მეტი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს - Palitra News

ტეხასში, სატვირთოში 40-ზე მეტი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

2022-06-28 10:14:25+04:00

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები არიან, გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს. გარდაცვლილთა ეროვნება ჯერჯერობით უცნობია.