აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები არიან, გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს. გარდაცვლილთა ეროვნება ჯერჯერობით უცნობია.