“დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან - Palitra News

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან

2022-06-27 18:16:37+04:00

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.