სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად სურსათს იყენებს - ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნა - Palitra News

სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად სურსათს იყენებს - ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნა

2022-06-24 13:33:47+04:00

სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად სურსათს იყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნაშია აღნიშნული.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთს, ოდესის პორტის განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის დაშვებისკენ მოუწოდებენ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ხელს არ უშლის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების თავისუფალ გადატანასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

ამასთან, დოკუმენტში, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ხელს არ უშლის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების თავისუფალ გადატანასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.