jobs.ge-ზე ვაკანსიები მკვეთრად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, 2021 წლის დეკემბრიდან, 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33 700 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, გასული წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
საინტერესოა, ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით. PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 2 500 ვაკანსია საიტზე, ტექნიკურ/ლოჯისტიკურ საქმიანობებზე იყო გამოცხადებული. მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები, მე-3 ადგილზე კი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება. ჩამონათვალში ასევე ხვდება ფინანსები და ინფორმაციული ტექნოლოგიები.