ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს.
„სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ მქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, იგი აძლევს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებისა და გვაძლევს გზას და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას.”-განაცხადა მან.