საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. განახლებულ სანაკრებო რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 20 ქულა მოემატა და 1296.46 ქულით 3 საფეხურით, 82-ე ადგილზე აღზევდა. საქართველოს ნაკრებმა გვინეა (1294.89), კიურასაო (1293.35) და ბაჰრეინი (1289.25) ჩამოიტოვა. 80-ეულში შესასვლელად კი ბოლივიას (1298.81) და ჰონდურასის (1299.69) ნაკრებებისთვის მოგვიწევს გადასწრება. რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, მას ბრაზილია (1837.56), ბელგია (1821.92), არგენტინა (1770.65), საფრანგეთი (1764.85) და ინგლისი (1737.46) იკავებენ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდგომ მატჩს 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს.