ომის 121-ე დღე - როგორია ვითარება უკრაინაში? - Palitra News

ომის 121-ე დღე - როგორია ვითარება უკრაინაში?

2022-06-24 09:25:04+04:00

უკრაინაში ომის 121-ე დღეა. რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სოფელი დაიპყრეს და საკვანძო მაგისტრალზე კონტროლისთვის მიწოდების ხაზების შეწყვეტასა და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობენ. მიმდინარეობს ქალაქ ლისიჩანსკის აქტიური დაბომბვა. ქალაქში უსაფრთხო ადგილი დარჩენილი არ არის. ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აგრძელებს.