მამუკა ხაზარაძე - მინდა "ოცნებას" ვუთხრა: თქვენ არ ხართ ქვეყნის ევროკავშირში შემყვანები, თქვენ პატრონს არ უნდა - სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა აქციაზე გამოცხადდება - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - მინდა "ოცნებას" ვუთხრა: თქვენ არ ხართ ქვეყნის ევროკავშირში შემყვანები, თქვენ პატრონს არ უნდა - სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა აქციაზე გამოცხადდება

2022-06-24 09:14:50+04:00

დღევანდელ აქციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს შეკრება იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირიში ინტეგრაცია სურს.

ოპოზიციონერების თქმით, ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ გეგმასა და ხედვას წარუდგენენ, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდება.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებას, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ის რომ დღეს საქართელო ამოღებულია ასოცირებული ტრიოს სიიდან, ეს ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა.