დღევანდელ აქციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს შეკრება იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირიში ინტეგრაცია სურს.
ოპოზიციონერების თქმით, ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ გეგმასა და ხედვას წარუდგენენ, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდება.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებას, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ის რომ დღეს საქართელო ამოღებულია ასოცირებული ტრიოს სიიდან, ეს ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა.