"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულდა. ღარიბაშვილმა ყველა ვისაც კითხვები აქვს, სტრასბურგში გადაამისამართა. ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის ტრიბუნიდან გამოძიებაზე ზეწოლა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახს, დაზარალებულის სტატუსი, ამ დრომდე, არ აქვს მინიჭებული. ცნობისთვის, ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. შესაბამისი აუდიოჩანაწერი პარტიამ ბათუმის ოფისში გაასაჯაროვა.