პროკურატურა ელენე ხოშტარიას განცხადებას პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი. აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.