ქართველი ლეგიონერების წარმატება - ყაზაიშვილმა და გვილიამ თავი გამოიჩინეს - Palitra News

ქართველი ლეგიონერების წარმატება - ყაზაიშვილმა და გვილიამ თავი გამოიჩინეს

2022-06-23 10:12:43+04:00

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ულსან ჰიუნდაი“ „სეულს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ვალერი ყაზაიშვილი, რომელმაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მისმა თანაგუნდელმა ვონ-სანგმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ვაკო კორეის მიმდინარე ჩემპიონატის 16 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. კიდევ 2 გოლი მას კლუბის მაისურით აზიის ჩემპიონთა ლიგაში აქვს გატანილი.

პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი ჩესტოხოვას "რაკოვი", სადაც საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო გვილია თამაშობს, ახალი სეზონისთვის და ყაზახურ "ასტანასთან" კონფერენსლიგის მატჩებისთვის ემზადება.

ჩესტოხოველებმა ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხეს პოლონური "ლეხია". ამ შეხვედრაში ანგარიში გვილია მე-14 წუთზე გახსნა, ვაკომ დაახლოებით 20-22 მეტრიდან დაარტყა და დაბალ კუთხეში გაიტანა.

ბრატისლავის "სლოვანმა" საკონტროლო შეხვედრა გამართა ასევე სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან". თამაში 0:0 დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გუნდში მეორე ტაიმი ითამაშა ჯაბა კანკავამ, გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

82-ე წუთზე კანკავამ ბრწყინვალე პასით საგოლე პოზიციაზე გაიყვანა პარტნიორი, რასაც კიდევ ერთი გადაცემა მოჰყვა და ბურთი თითქმის ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.