სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტი, ირლანდიელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
სალომე ზურაბიშვილი ასევე, შვედეთისა და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრებსაც მიმართავს, სადაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე საუბრობისას აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის სურვილია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მისაღები გადაწყვეტილება კი ცენტრალური და ისტორიული იქნება როგორც საქართველოსთვის ასევე ქართველი ხალხისთვის.
ზურაბიშვილმა ევროპელ მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლოა გადაუხადა.