გაიგე როგორ უნდა მოხვდე Tbilisi Open Air-ზე? - Palitra News

გაიგე როგორ უნდა მოხვდე Tbilisi Open Air-ზე?

2022-06-21 10:48:53+04:00

24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.

მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით მოხვდები გეითებთან. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე. უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე.