პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას "ბორჯღალოსნები" სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე.3 ივლისს საქართველო „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს (18:00).ტრავმების გამო მომავალ თამაშებში "ბორჯღალოსნებს" ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება, შესაბამისად მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში ხუთ დებიუტანტს უხმეს. ხუთივე მათგანი ნაკრების შეკრებაზე აქამდეც ყოფილა, თუმცა ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართით თამაში ჯერ არ მოუწიათ. ესენი არიან: გურამ პაპიძე (ბურჯი), ნიკა აბულაძე (ბურჯი), მიხეილ ბაბუნაშვილი (მეორე ხაზი), ლადო ჩაჩანიძე (მეორე ხაზი) და ლუკა მატკავა (მგეზავი)."ბორჯღალოსნები" მომავალი თამაშისთვის მზადებას 26 ივნისს, ქუთაისში დაიწყებენ