ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს თხოვნა როგორც OPEC-ის, ისე აშშ-ის ნავთობისა და გაზის შიდა მწარმოებლებს შეეხება.
გრანჰოლმმა, ასევე, დააანონსა, რომ მომავალ კვირას შტატების ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გეგმავს, ხოლო თავად პრეზიდენტი მომავალ თვეში საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, სამეფოს გვირგვინოსან პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
მინისტრის თქმით, საუდის არაბეთში ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტი და მემკვიდრე პრინცთან შეხვედრა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში იგეგმება.