ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

2022-06-20 18:19:12+04:00

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, მივიღებთ მხარდაჭერას“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში უნდა მიიღოს, ისტორიული გადაწყვეტილებაა.