ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, მივიღებთ მხარდაჭერას“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში უნდა მიიღოს, ისტორიული გადაწყვეტილებაა.