თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ჭიაბრიშვილსა და დინამოს შორის 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ცნობილია ისიც, რომ ჭიაბრიშვილის ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე იქნება. 42 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა ზესტაფონში დაიწყო, ხოლო შემდეგ წარმატებით ხელმძღვანელობდა თბილისის საბურთალოსა და ლოკომოტივს. დინამო თბილისი ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ დინამო ბათუმს 6 ქულით ჩამორჩება. გიორგის დებიუტი 20 ივნისს, გაგრასთან შეხვედრაში შედგება, ივლისში კი თბილისელებს კონფერენსლიგაზე ესტონურ პაიდესთან მოუწევთ დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისში კახა ცხადაძე შეცვალა.