ვოლოდიმირ ზელენსკი - ისტორიული კვირა იწყება, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისტორიული კვირა იწყება, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ

2022-06-20 09:19:49+04:00

მართლაც ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროსაბჭოს პასუხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს.

ზელენსკის თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ უკრაინის ჯარი წინააღმდეგობას იწევს მტერს.