მართლაც ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროსაბჭოს პასუხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს.
ზელენსკის თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ უკრაინის ჯარი წინააღმდეგობას იწევს მტერს.