კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ - Palitra News

კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

2022-06-18 17:55:47+04:00

კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მათ სფეროში ძირეული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული კულტურის პოლიტიკა ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ისინი 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან და საქართველოს მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.