კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მათ სფეროში ძირეული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული კულტურის პოლიტიკა ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
ისინი 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან და საქართველოს მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.