ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა

2022-06-17 11:12:53+04:00

ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა ეკონომიკის მინისტრმა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შორის შეხვედრის დროს.

აღნინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი. ევროკავშირის წილმა კი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარი - 49% შეადგინა.

პრეზენტაცია, დისკუსიით დასრულდა სადაც ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.