ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა ეკონომიკის მინისტრმა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შორის შეხვედრის დროს.
აღნინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი. ევროკავშირის წილმა კი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარი - 49% შეადგინა.
პრეზენტაცია, დისკუსიით დასრულდა სადაც ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.