ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა

2022-06-16 09:20:04+04:00

დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რაზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხი უკრაინის კანდიდატის სტატუსტზე იქნება ევროკავშირის პასუხი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი თავის - მათი მომავალის, ევროკავშირის მომავალის მიმართ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.