დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რაზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პასუხი უკრაინის კანდიდატის სტატუსტზე იქნება ევროკავშირის პასუხი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი თავის - მათი მომავალის, ევროკავშირის მომავალის მიმართ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.