ერთა ლიგა | საფრანგეთი - ხორვატია 0:1 - Palitra News

ერთა ლიგა | საფრანგეთი - ხორვატია 0:1

2022-06-14 09:51:55+04:00

ერთა ლიგის A1 ჯგუფში მე-4 ტურის მატჩს მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები აუტსაიდერის რანგში შეხვდა, დეშამის გუნდმა "სტად დე ფრანსზე" ხორვატიას უმასპინძლა, რომელიც უმალ, მე-5 წუთზე ლუკა მოდრიჩის პენალტით დაწინაურდა.

მუნდიალის ფინალის მორიგ რემატჩში მეტი გოლი არ გასულა. ასე რომ, საფრანგეთის ნაკრები, როგორც ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, B ლიგაში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა - გუნდი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და 22 სექტემბერს ავსტრიას მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებს 23-მატჩიანი სერია დაუსრულდა, რომლის განმავლობაში გუნდი მატჩში თუნდაც ერთ გოლს იტანდა.