2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ზამთარში კატარი უმასპინძლებს, 31-ე მონაწილის ვინაობა გაირკვა. ის ავსტრალიის ნაკრები გახდა, რომელიც სწორედ კატარის ქალაქ ალ რაიანში პერუს გაეჯიბრა და პენალტების სერიაში 5:4 სძლია.
როგორც დიდი დატვირთვის მქონე მატჩებში ხდება ხოლმე, თამაში დიდად სანახაობრივი არ ყოფილა და ყველაფერი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.
მართალია, ავსტრალიელ მარტინ ბოილს პირველივე დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ მას შემდეგ კუნძულელებმა ზედიზედ 5 პენალტი გაიტანეს, პერუელებს კი 2 ცდა გაუფუჭდათ და მარცხი განიცადეს. შეხვედრის გმირი ავსტრალიელთა სათადარიგო გოლკიპერი ენდრიუ რედმაინი გახდა, რომელმაც მეტიუ რიანი პენალტების სერიის წინ შეცვალა და გადამწყვეტი დარტყმა ალექს ვალერას აუღო.ავსტრალია 0:0 (5:4 პენ.) პერუ
მატჩის გმირი ავსტრალიელთა სათადარიგო მეკარე გახდა
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ზამთარში კატარი უმასპინძლებს, 31-ე მონაწილის ვინაობა გაირკვა. ის ავსტრალიის ნაკრები გახდა, რომელიც სწორედ კატარის ქალაქ ალ რაიანში პერუს გაეჯიბრა და პენალტების სერიაში 5:4 სძლია.
ამგვარად, ავსტრალიელებმა მომავალი მსოფლიოს პირველობის საგზური მოიპოვეს და იქ D ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მეტოქეებად საფრანგეთი, დანია და ტუნისი ეყოლებათ.მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მონაწილის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი. საგზურის მფლობელი კოსტა რიკასა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული გახდება.