გუბერნატორი - მტერი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს, „აზოტის“ ქარხნის თავშესაფრებში 500-მდე ადამიანი იმალება - Palitra News

გუბერნატორი - მტერი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს, „აზოტის“ ქარხნის თავშესაფრებში 500-მდე ადამიანი იმალება

2022-06-13 19:54:34+04:00

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ. გაიდაის თქმით, „აზოტის“ ქიმიურ ქარხანაში 500-მდე მოქალაქე რჩება, მათგან 40 ბავშვია.

მისივე განმარტებით, „აზოტში“ თავშესაფრები არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მარიუპოლის „აზოვსტალში“, ამიტომ ხელისუფლება და სამხედროები ცდილობენ განახორციელონ ორგანიზებული ევაკუაცია უსაფრთხოების გარანტიებით. მისივე თქმით, გრძელდება მოქალაქეების „ჩუმი ევაკუაცია“.