უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადით კიდევ ერთხელ გადადო - Palitra News

უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადით კიდევ ერთხელ გადადო

2022-06-13 19:50:59+04:00

უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტში აპრილის თვეშია ინიცირებული, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადით კიდევ ერთხელ გადადო.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა რეზოლუციის პროექტის განხილვის გადადების მიზეზად უკრაინაში ომის დანაშაულების საკითხზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაწყებული გამოძიებისთვის დალოდება დაასახელა.